ფოტოამბავი: საქართველო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში
Civil.ge
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მოქალაქეები 150 წევრიანი პარლამენტიდან 120 დეპუტატს პროპორციული, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევენ. 2019 წელს, რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია უცხოელი დიპლომატების ჩართულობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულთან დაახლოებული სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შედეგად, პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაიზარდა, მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი კი – 73-დან 30-მდე შემცირდა.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, იანა ყორბეზაშვილმა, თბილისისა და თელავის მაგალითებზე წინასაარჩევნო კამპანიის ეპიზოდები ფოტოებში ასახა.
წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს: