Site icon Civil.ge

ცესკო: 10 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 8.33 %-ია

საარჩევნო უბანი თბილისში, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 292 587 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 8.33%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.8% – #19 მაჟორიტარულ ოლქში (რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს) დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 7.3% – 28-ე, 29-ე და 30-ე საარჩევნო ოლქებში (აჭარა) გამოვლინდა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 8.5%-ია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 8.34% იყო.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 600-ზე მეტი უბანია გახსნილი.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)