Site icon Civil.ge

ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 607 530 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 45.77%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 57.3% – კვლავ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ისევ – 41.9 ქვემო ქართლში გამოვლინდა. დედაქალაში ამომრჩევლების აქტივობა 43.8%-ს შეადგენს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 42.05% იყო.

საარჩევნო უბნები დღეს, ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება და ხმის მიცემის პროცესი დაიწყება.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 600-ზე მეტი უბანია გახსნილი.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)