Site icon Civil.ge

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა

საარჩევნო უბანი, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო“ (ISFED) საზოგადოებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები წარმოადგინა. ორგანიზაცია არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 1 000 დამკვირვებლით აკვირდებოდა.

ქვემოთ პარალელური დათვლის შედეგებია მოცემული, რომლებიც ცესკოს მიერ დათვლილი 3 409 უბნის მონაცემებს (3 847 უბნიდან; 88.61%) დაახლოებით 3%-იანი ცდომილებით, დიდწილად ემთხვევა:

„სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობა 56.7/+ – 0.6% იყო (ცესკო – 56.11%).

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, უბნების დაახლოებით 8%-ზე ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენის რაოდენობა სიებში  ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას აღემატებოდა, „რიგ უბნებზე კი – მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს.

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ის „საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას“ და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან „დაუყოვნებელ რეაგირებას“ საჭიროებს. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე განმარტავს, რომ არჩევნების შედეგებზე აღნიშნული ტენდენციის გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა.

ხმების პარალელური დათვლა ოქმების შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული ერთ-ერთი მეთოდია, რომლის მიზანიც არჩევნების ოფიციალური შედეგების სიზუსტის შემოწმებაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)