მიუხედავად ეროვნული ბანკის მიერ 2 ნოემბერს განხორციელებული ინტერვენციისა, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. 4 ნოემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2988 ლარია, ხოლო 1 ევრო კი – 3.8586 ლარი ღირს.
ოქტომბრის დასაწყისში, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით მცირედით გამყარდა და ეროვნული ბანკის რეგულარული ინტერვენციების წყალობით, თვის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა. ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრიდან მოყოლებული ჯამში 260 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
2 ნოემბერს, 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2327 ლარად, ხოლო 1 ევროს ყიდვა კი – 3.7732 ლარად შეიძლებოდა. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 20 ოქტომბერს, 1 აშშ დოლარი 3.2117, ევრო კი – 3.7763 ლარი ღირდა.
ლარმა საგრძნობი გაუფასურება მარტის შუა რიცხვებიდან, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებისა და ფრენების აკრძალვის შემდეგ დაიწყო. სექტემბერში, სამთვიანი შედარებითი სტაბილურობის შემდეგ, ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. 26 სექტემბერის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი 3.3332 ლარი ღირდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)