ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ახრა ავიძბამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად სომხები მთიან ყარაბაღში საბრძოლველად მოხალისეებად მიდიან.
ავიძბას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მოხალისეები ჩანან, რომლებიც სოჭის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრებიან.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ომს ორივე მხრიდან უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და თბილისის პოზიციებზე საუბრობს
- ყარაბაღი: საქართველო უარყოფს სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ ცნობებს
- ზატულინის თქმით, მოსკოვმა, შესაძლოა, საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში დესანტი გაგზავნოს
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)