Site icon Civil.ge

ჯანმრთელობის დეპარტამენტი: ბათუმში შავი ჭირის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

მგზავრთა დეზინფექცია რკინიგზის სადგურზე. ქოლერის ეპიდემიის დროს 1892 წელს. ფოტო დიმიტრი ერმაკოვისა. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 ნოემბერი, N259

ჯანმრთელობის დეპარტამენტში

ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეადგინა მორიგი მერვე ნოემბრის ბიულეტენი გადამდებ სენთა მსვლელობის შესახებ. ნოემბრის პირველს შავი ჭირით ავათ იყო – 13, კვირის განმავლობაში გახდა ავათ – 1, მორჩა – 2, მოკვდა – 1, ავათ არის ჭირით 11, ამ ხნის განმავლობაში ფოთში ჭირით არავინ არ გამხდარა ავათ. ამ რიგად სულ რესპუბლიკაში შავი ჭირით 11 კაცი გამხდარა ავათ. ტფილისში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ხოლერით ავად გახდომისა.