Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 9.16 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.1%–ით შემცირდა და 2.72 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.6%-ით შემცირდა და 6.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 3.73 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)