გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 ნოემბერი, N264
წერილი რედაქციის მიმართ
ბატონო რედაქტორო!
ნება მომეცით თქვენი პატივცემული ორგანოს საშუალებით შემდეგი გამცნოთ ქართულ სამეცნიერო დაწესებულებებს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საერთოდ გამომცემლებს. ოქტომბრის ათს, ჩვენ გვთხოვა ბერლინში არსებულმა გამომცემლობამ: Vereinlgung wissenschaftlicher Verleger – სამეცნიერო გამომცემელთა კავშირმა, წინადადება მივეცით ქართველ გამომცემლებს ყოველი ახალი, საყურადღებო გამოცემის 5 ეგზემპლიარი ფას დადებით უგზავნონ ფოსტით ხსენებულ გამომცემლობას შემდეგ მისამართით – Vereinlgung wissenschaftlicher Verleger – Berlin W. C. Genthinarst. 38, Via Jtalia.
ჩვენ სიამოვნებით ვასრულებთ პატივცემულ გამომცემლობის თხოვნას, რადგანაც ამას მოითხოვს თქვით ქართული წიგნის ევროპაში გავრცელების საქმე; ეს გამომცემლობა საქართველოდან მიღებულ წიგნებს გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის ბიბლიოთეკებს მიაწოდებს.
პატივისცემით, კონსტანტინე გამსახურდია და რიჰარდ მეკელიანი.
სხვა ქართულ გაზეთებსაც ვთხოვთ ამ ბარათის გადაბეჭდვას.