18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრები, თბილისის ცენტრში, ოპოზიციის ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წამომადგენლებს არ შეხვდა, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნები შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. პომპეოსთვის იმის სათქმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში არჩევნები გააყალბა, ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობიდან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზამდე დაახლოებით 1.5 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, იანა ყორბეზაშვილმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ საპროტესტო ბანერებითა და მდუმარე პროტესტით გამოხატული სათქმელი ფოტოებში ასახა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
- ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)