Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ფოტო: unsplash.com

ეროვნულმა ბანკმა 18 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 30 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2902 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.28-3.32 ლარს შორის მერყეობდა.

მოცემული მომენტისთვის, 1 აშშ დოლარი 3.2919 ლარი ღირს. 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულ ბანკს ჯერ არ დაუდგენია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)