Site icon Civil.ge

მოსაზრება | ყარაბაღი: საქმე არც ისე კარგადაა

მთიანი ყარაბაღის კულტურული ცენტრის ქალაქ შუშის შესასვლელი. აზერბაიჯანმა ქალაქზე კონტროლი ზავის დადების წინა დღეებში აღიდგინა. ფოტო: Twitter / Turan Gafarli

ავტორები: ირაკლი სირბილაძე, გიორგი ხატიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრები


2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღისთვის განახლებულმა ექვსკვირიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა  რამდენიმე ათასი ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის ფონზე მიმდინარე ომმა, რომლის დროსაც მხარეები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულ შეიარაღებასაც კი იყენებდნენ, მძიმე ჰუმანიტარული და ეკონომიკური შედეგები მოიტანა. ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება.

2020 წლის 9-10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მედიატორობით, მხარეებმა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს. თუმცა, მას შეთანხმება ნაკლებად შეიძლება ეწოდოს, იგი  უფრო მეტად წარმოადგენდა აზერბაიჯანის პირობებზე სომხეთის იძულებით დათანხმებას.

ახლადშექმნილმა რეალობამ, ამ ომის, პირდაპირი და არაპირდაპირი გამარჯვებულები და დამარცხებულები გამოავლინა. ახალმა სტატუს კვომ ასევე აჩვენა მრავალმხრივი საერთაშორისო დიპლომატიის მარცხი და რეგიონული სახელმწიფოების ცალმხრივი ქმედებების ტრიუმფი. ეს შესაძლოა მიუთითებდეს საერთაშორისო ურთიერთობებში „რეგიონალიზებული საერთაშორისო წესრიგის“ ფორმირებაზე, სადაც, ნორმების უგულებელყოფით, წამყვანი რეგიონული ძალები პატარა სახელმწიფოების ხარჯზე თამაშის საკუთარ წესებს ადგენენ.

ახალი შეთანხმება და ომის შედეგები

9-10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებით სტეფანაკერტი და მის გარშემო არსებული ტერიტორია ყალიბდება აზერბაიჯანული არმიით გარშემორტყმულ ანკლავად, რომელსაც სომხეთთან ერთი მცირე სატრანსპორტო ზოლი აკავშირებს. ლაჩინის დერეფანს და თავად სტეფანაკერტს რუსი სამშვიდობოები დაიცავენ, რომლებიც იქ 5 წლით განთავსდებიან. ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ რომელიმე მხარე მათი მანდატის გაგრძელებს არ დაეთანხმება, ისინი ვალდებულები არიან ტერიტორია დატოვონ.

შესაბამისად, 5 წლის გასვლის შემდეგ, სტეფანაკერტზე სომხური კონტროლი აზერბაიჯანის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან ერთად, რუსეთი როგორც ამ ანკლავის ერთადერთი დამცველი, სომხეთზე მანიპულირების კიდევ უფრო დიდ სადავეებს იძენს. რუსეთმა შესაძლოა პირდაპირ განუმარტოს ნებისმიერ სომხურ ხელისუფლებას, რომ „ურჩობა“ მათ სტეფანაკერტის ხანკენდად გადაკეთებად შეიძლება დაუჯდეთ.

რა თქმა უნდა, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა სომხეთი „გაყიდა“, „ვერ დაიცვა“ და რომ აზერბაიჯანის აგრესიისათვის ირიბად მწვანე შუქის ანთებით უბრალოდ „დასაჯა“ ერევანში არსებული არასასურველი რეჟიმი. სომხებს ყველანაირი საფუძველი აქვთ, რუსეთით როგორც მოკავშირით, უკმაყოფილები იყვნენ. თუმცა საეჭვოა ამ ბრაზის რეალურ პოლიტიკურ ნაბიჯებში გარდაქმნის შესაძლებლობა. არ ჩანს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რუსეთისგან რეორიენტაციის რესურსი.

თურქულ-აზერბაიჯანულმა ალიანსმა პირწმინდად დაამარცხა სომხური ძალები. ზავის პირობებით იხსნება ნახიჩევანის გზა, და აზერბაიჯანი თურქეთს უკავშირდება. იმავე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი თავად სომხეთის იზოლაციიდან გამოყვანის კონკრეტული ნაბიჯებზე, გარდა ბუნდოვანი ფრაზისა, რომ რეგიონში ყველა სახის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების ბლოკადა მოიხსნება.. სავარაუდოა, რომ საზღვრის გახსნის სანაცვლოდ თურქეთმა და აზერბაიჯანმა სომხეთისგან სხვა სახის დათმომებიც მოითხოვონ. ამავდროულად, სომხეთში კიდევ უფრო გაძლიერებული ანტი-თურქული და ანტი-აზერბაიჯანული განწყობები, სომხეთის ხელისუფლებას ამ ორ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ნებისმიერ მცდელობას შეუშლის ხელს.

ამავდროულად, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც თავად სომხეთის ტერიტორიის დაცვა ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ჰორიზონტზე არ მოსჩანს სხვა ქვეყანა, რომელიც მსგავს სამოკავშირეო ვალდებულებას თავის თავზე აიღებს. ქალაქ გიუმრიში მდებარე  რუსული სამხედრო ბაზა, სომხეთისთვის კიდევ უფრო დიდ სასიცოხლო ფუნქციას იძენს და სომხური არმიის კატასტროფული სამხედრო მარცხის ფონზე, სომხეთის დამოუკიდებლობის და ნომინალური სუვერენიტეტის ერთადერთ გარანტად რჩება.

რა იცვლება რეგიონში?

ომის დასრულების შემდეგ შეინიშება რამდენიმე ძირითადი ცვლილება:

რა იცვლება დასავლეთისა და საქართველოსთვის?

კონფლიქტის შედეგები არასახარბიელოა დასავლეთისთვის:

ომმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა საქართველოსთვისაც:

წაიკითხეთ ასევე: