Site icon Civil.ge

ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16.47%-ია

არჩევნების მეორე ტური, 21 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 352 456 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 16.47%-ია.

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 24.1% ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების #30 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 12.6% ნაძალადევის რაიონის #7 ერთმანდატიან საარჩევნო ლოქში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. 17 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 140 210 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)