Site icon Civil.ge

ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74%-ია

არჩევნების მეორე ტური, 21 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 443 963 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 20.74%-ია.

ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა 31.2% ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების #30 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 16% ნაძალადევის რაიონის #7 ერთმანდატიან საარჩევნო ლოქში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77% იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – ამ დროითვის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 30.99% იყო მისული.

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. 17 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 140 210 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)