ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
ცესკოს მონაცემებით, დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 562 664 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 26.29%-ია.
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ 39.29% ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების #30 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 20.04% ისევ ნაძალადევის რაიონის #7 ერთმანდატიან საარჩევნო ლოქში.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ჯამში ამომრჩევლის 56.11%-მა მიიღო მონაწილეობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი – 37.5%-მა.
არჩევნების მეორე ტურები გაიმართა აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ორ მაჟორიტარულ ოლქში, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვისაც.
დღევანდელმა არჩევნებმა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. მეორე ტურებში მონაწილეობა არცერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მიიღო. თუმცა, კანონის თანახმად, ბიულეტენებზე მათი სახელები და გვარები მაინც დატანილი იყო.
ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დღეს, ზუსტად 08:00 სთ-ზე გაიხსნა. 17 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 2 140 210 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)