Site icon Civil.ge

შსს-მ 1 კგ „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

ფოტო: კადრი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 დეკემბრის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა 1 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (მე-3 და მე-6 ნაწილები) მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შეთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)