სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ნოემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ფასები 0.9%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.0%-ით გაიზარდა; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8.8%-ითაა მომატებული; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 10.2%-იანი ზრდა და ტრანსპორტი – 5.2%-იანი კლება. ფასები ასევე გაიზარდა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე – 7.6%-იანი ზრდა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.1%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (0.8%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო
- საქსტატი: სექტემბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო
- საქსტატი: აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო
- საქსტატი: ივლისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო
- საქსტატი: ივნისში ინფლაციის დონე 6.1% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)