ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 4 დეკემბერს მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციას ჯერაც არ გადაუხდია კომპენსაცია 2006 წელს მოსკოვიდან მასობრივად დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
კომიტეტმა „კატეგორიულად მოუწოდა“ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოს მთავრობას ან პირდაპირ გადაუხადოს საჭირო თანხა და დარიცხული პროცენტი, ან შუამავლად ამ საქმეში ევროპის საბჭო გამოიყენოს.
- სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენი საქართველო vs რუსეთის დეპორტაციის საქმეზე
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის იანვარში დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.
კომიტეტმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული „უპირობო ვალდებულებაა“, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი კომპენსაცია გაიცეს.
საკითხის განხილვას კომიტეტი მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება და ის 2021 წლის მარტში გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭო რუსეთს დეპორტირებულებისთვის კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდებს
- ევროპის საბჭო რუსეთის მიერ დეპორტირებულების საქმეზე ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქართველთა დეპორტაციის საქმეზე რუსეთს კომპენსაციის „დაუყოვნებლივ“ გადახდას მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)