პირველი თურქული სატვირთო მატარებელი, რომელიც ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით ჩავა, სტამბოლიდან გასულ პარასკევს დაიძრა. ინფორმაციას თუქრული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მატარებელი, რომელიც საქართველოში აღმოსავლეთ ყარსის პროვინციიდან შემოვა, ახალქალაქში გაჩერდება, შემდეგ კი – აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით, ჩინეთში ჩავა.
რკინის აბრეშუმის გზის პროგრამა, რომელიც 8 693 კილომეტრსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს, თურქეთსა და ჩინეთს შორის ტვირთების გადაზიდვას, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენებითა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით, ერთი თვიდან 12 დღემდე ამცირებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობის შეფერხების გამო ის ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)