ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, 3-10 დეკემბრის პერიოდში ენგურის გამშვები პუნქტით დანარჩენი საქარღველოდან რეგიონში 510 ადამიანი დაბრუნდა.
კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, ე.წ. „ჰუმანიტარული კორიდორი“ სოხუმმა მეხუთედ, დანარჩენ საქართველოში მყოფი აფხაზური „პასპორტების“ მფლობელებისა და რეგიონის მცხოვრებთათვის უკან დასაბრუნებლად გახსნა. რეგიონში დაბრუნების მსურველებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ენგურის ხიდის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 72 საათის წინ გაცემული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარედგინათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოხუმმა ენგურის გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები პირველად 27 თებერვალს შემოიღო. 14 მარტს კი – დანარჩენ საქართველოსთან არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)