Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით შემცირდა და 10.2 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.3%–ით შემცირდა და 3.01 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 15.9%-ით შემცირდა და 7.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი -4.16 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)