გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1920 წლის 17 დეკემბერი, N481
არასოციალისტური პარტიების გაერთიანება
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული, მიწის მესაკუთრეთა ეროვნული და რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიათა ხელმძღვანელმა ორგანოებმა განიხილეს რა ზოგიერთი პარტიული ორგანიზაციათა მიერ აღძრული საკითხი, შესახებ ყველა არა სოციალისტურ დემოკრატიულ მიმართულებათა შეერთებისა და მიიღეს რა მხედველობაში, რომ ამ პარტიათა უკანასკნელ კონფერენციებზე გამოთქმული იყო სურვილი შეერთებისა, დაადგინეს:
1. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქმნას შეთანხმებული მუშაობა ყველა ამ მიმდინარეობათა გასაერთიანებლად ერთს მთლიან პარტიაში.
2. პარტიათა შეერთების საკითხი საბოლოოდ უნდა გადაიჭრას საერთო კონფერენციაზე, რომელიც მოწვეულ უნდა იქნას შეთანხმებით ყველა არა სოციალისტურ მიმდინარეობათა მიერ.
3. საერთო კონფერენციის მოწვევამდე, როგორც ცენტრალური ორგანოები და პრესსა, ისე პროვინციის ორგანიზაციები მუშაობენ შეთანხმებით.