ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამავე მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ლიპარტიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი გოგიჩაიშვილს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ ქრთამის აღებისთვის 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდა, 18 დეკემბერს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტა.
ლევან ლიპარტია და გიორგი გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2020 წლის 29 თებერვალს დააკავა. გამოძიება ორივე მათგანს მშენებლობის ნებართვისთვის მეწარმეებისგან ქრთამის აღებას ედავებოდა.
სასამართლოს ინფორმაციით, ორივე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რის საფუძველზეც ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ 2-2 წელს გაატარებენ, 5 წელი კი – პირობით მსჯავრად ჩაეთვლებათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)