Site icon Civil.ge

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გაუჩინარებაზე საუბრობს

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23 დეკემბრის განცხადებით, თავდაცვის ძალების, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი გაუჩინარდა.

უწყების ცნობით, გიუნაშვილის პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო კამერებით დასტურდება, რომ მან სამხედრო ნაწილის ტერიტორია 21 დეკემბრის 09:00 სთ-ზე დატოვა. სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც გიუნაშვილი 22 დეკემბერს სამსახურში შესაბამის დროს არ გამოცხადდა, მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახს აცნობეს.

„ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)