Site icon Civil.ge

დეკემბერი, 1920: სასამართლოს გადაწყვეტილებით გაზეთი „კომუნისტი“ დაიხურა

საქართველოს უმაღლესის სასამართლოს შენობა. ფოტო:

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 დეკემბერი, N293

კომუნისტის დახურვის გამო

ზოგიერთ გაზეთებში დაიბეჭდა, რომ გაზეთები რუსული და ქართული კომუნისტი დაიხურა შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით.

საჭიროა განცხადებული იქნას, რომ ხსენებული გაზეთები დაიხურა ტფილისის სამოსამართლო ოქმის დადგენილებით, თანახმად სასჯელის დებულების 128 და 124 მუხლისა [ამბოხებისაკენ და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით].