საქართველოს პირველი პირები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, 7 იანვარს გამოეხმაურნენ ვაშინგტონში წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ ჯო ბაიდენის მომდევნო პრეზიდენტად დამტკიცების ხელის შესაშლელად.
„გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება“, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“.
https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1347128121934438400?s=20
„კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი“, დაწერა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ზე. „ჩვენ გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის“, დასძინა მან.
6 იანვარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის საბოლოო შეჯამებას ხელი შეუშალა ძალადობრივმა პროცესმა, რომლის შედეგადაც კაპიტოლიუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა ოთხი პირი. 7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად დაამტკიცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)