Site icon Civil.ge

მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერები სააქართველოს იურიდიულად აღიარების საკითხს განიხილავენ

"დიდი ოთხეული" პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. მარცხნიდან მარჯვნივ - ლოიდ ჯორჯი, ვიტორ ემანუელ ორლანდო, ჟორჟ კლემანსო და ვუდრო ვილსონი. 1919 წელი.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 6 იანვარი, N4

საქართველოს საკითხი

ანტანტის ქვეყნების – ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის პრემიერ მინისტრთა  მომავალი თათბირი დეკემბრის უკანასკნელ რიცხვებში განზრახული იყო, ქალაქ ნიცაში. სხვა საკითხთა შორის ამ კონფერენციაზე უნდა განეხილათ ამიერკავკასიისა და საქართველოს საკითხები.