Site icon Civil.ge

მთავრობამ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადაავადა

ველოსიპედისტი ნიღბით. წინამძღვრიშვილის ქუჩა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 1 თებერვლამდე გადავადდა.

11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაწყვეტილების მიზეზებად ინფიცირების სტატისტიკის ნორმალიზება და ევროპაში პანდემიის მესამე ტალღის „გარკვეული ნიშნები“ დაასახელა.

თურნავას განცხადებით, თებერვლამდე დარჩენილ დროს სამთავრობო გუნდი ბიზნესთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს, რათა „მოვემზადოთ უსაფრთხო გახსნისთვის“. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი პირველი თებერვლიდან დაიწყება.

ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები მთავრობამ 28 ნოემბერს აამოქმედა. მაშინ, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დაწესებული შეზღუდვები დიდწილად მოიხსნებოდა. თუმცა, ამ მონაკვეთში შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდა. ასევე პირველადი გეგმით, 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდში, უნდა ამუშავებულიყო მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (გარდა შაბათ-კვირისა), სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)