საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 14 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით შემცირდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
2020 წელს, ექსპორტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12.0%-ით – 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის მოცულობამ კი – 15.9%-ით იკლო და 8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1%-ია.
საქსტატი 2020 წლის საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წელს
- საქსტატი: ნოემბერში მშპ 7.7%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)