Site icon Civil.ge

ქვეყნის პირველი პირები ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ინაუგურაციას ულოცავენ 

ჯო ბაიდენი (მარჯვნიდან პირველი) და კამალა ჰარისი (მარცხნიდან მეორე), 20 იანვარი, 2021, ფოტო: „ლოს ანჯელეს ტაიმსი“ – კაროლინ კოული

საქართველოს პირველმა პირებმა Twitter-ზე ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისა და 49-ე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავება მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს თანამდებობები მიულოცა და უთხრა – „დღეს მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის გაძღოლის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“.

„თქვენი მადლიერნი ვართ წლების განმავლობაში [აშშ-საქართველოს] სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველით მომდევნო თავს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის საქმეში“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტ ბაიდენს.

აშშ-ის ლიდერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა. „ველით თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პრეზიდენტ ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს წარმატება უსურვა „ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, რასაც გადამწყვეტ დროს უკეთესი მომავლისკენ მივყავართ“. „ველით საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, – დასძინა ზალკალიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)