ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 20 იანვარს კულტურისა და მეცნიერების საკითხებში თავის მრჩევლად მხატვარი ნუგზარ ლოგუა დანიშნა.
ლოგუა, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემია 1988 წელს დაამთავრა, მანამდე, ორჯერ – 2005-2007 და 2010-2011 წლებში ოკუპირებული რეგიონის „კულტურის მინისტრი“ იყო.
2004 წლიდან ლოგუა აფხაზური პოლიტიკური მოძრაობის – „აიტაირას“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, რომელიც მოქმედმა „პრემიერ-მინისტრმა“ ალექსანდრე ანქვაბმა დააფუძნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)