Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 იანვარს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 3.2964 ლარი იყო.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე სავალუტო აუქციონია. 6 იანვარს ეროვნულმა ბანკმა ასევე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარი 3.3011 ლარი ღირს, 28 იანვარს ის 3.2969 ლარი ეღირება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)