Site icon Civil.ge

საქართველომ იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოაწერა ხელი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას შეთანხმებას მოაწერეს ხელი, 29 იანვარი, 2020, ფოტო: Facebook/ Ministry of Finance

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 29 იანვარს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება, რომლის განახლებაზე მოლაპარაკებებიც გასული წლის ივნისში დაიწყო, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ამავე ინფორმაციით, შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ მოდელს ეფუძნება და დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს ითვალისწინებს.

დოკუმენტმა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება ჩაანაცვლა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება საქართველოს 56 ქვეყანასთან აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)