Site icon Civil.ge

ქართული ოცნება-მოქალაქეების მემორანდუმის ძირითადი პუნქტები

მოქალაქეები ქართულ ოცნებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმების შემდეგ პარლამენტში შედიან, ფოტო: კადრი ტელეკომპანია "ფორმულას" ვიდეოდან

პარტია მოაქალაქეების დეპუტატებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა 29 იანვარს განაცხადეს, რომ ისინი ქართულ ოცნებასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმების შემდეგ, ბოიკოტს წყვეტენ და საკანონმდებლო საქმიანობაში ერთვებიან.

მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის სრული ტექსტი გაავრცელა. „სამოქალაქო საქართველო“ შეთანხმების ძირითად პუნქტებს გთავაზობთ:

მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო რეფორმისთვის საპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა, ხოლო კანონპროექტებს პარლამენტი 2021 წლის მაისამდე მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)