29 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წინასწარი პატიმრობიდან კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს“.
მართლმადიდებლური ეკლესიის თქმით, სახელმწიფოს ვალია, „საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს“.
ამასთან, ეკლესიამ მელაშვილი გათავისუფლებისას დავით გარეჯის მონასტრის ბერისადმი „კადნიერი განცხადების“ გამოც გააკრიტიკა და საპასუხოდ აღნიშნა: „რა შესძინა [თავად მელაშვილმა]… ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?“
სასამართლომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი წინასწარი პატიმრობიდან 28 იანვარს მას მერე გაათავისუფლა, რაც პროკურატურამ მოულოდნელად მათთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება მოითხოვა. პროკურატურის თქმით, ამჯერად გამოძიება მთელ ძალისხმევას იმ „ზემდგომი თანამდებობის პირების“ გამოსვლენად მიმართავს, რომლებიც კარტოგრაფებს საქართველოს მიწების აზერბაიჯანისადმი გადაცემას „ავალებდნენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
- პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს
- პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის გამოძიება დაასრულა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)