გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 3 თებერვალი, N25
საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო
რ. ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლის ბ-ნი შეინმანის მოლოცვა
რ. ს. ფ. ს. რ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბ-ნმა შეინმანმა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო გამოუგზავნა მილოცვა წერილობით:
გავიგე რა გაზეთებიდან შეთანხმების სახელმწიფოთა მთავრობების მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობა, ვისწრაფვი, ბატონო მინისტრო, გიძღვნათ თქვენ და თქვენს მთავრობას ჩემი მთავრობის და პირადათ ჩემი სახელით ფრიად გულწრფელი მოლოცვა ამ ამბისა.
ერთად ერთი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, მით უფრო დიდი სიხარულით ეგებება ამ ცნობას, რადგანაც ეს ნიშნავს აღიარებას რუსეთის დიდი პროლეტარული რევოლუციის მეოთხე წელზე მისი ერთ-ერთი საერთაშორისო ლოზუნგის გამარჯვებისა და უარყოფს ანტანტის სახელმწიფოთა მიერ მთლიანი და განუყოფელი შავი რუსეთის აღდგენის იდეას.