Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლავროვს საქართველოსადმი რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი. ფოტო: Demetrius Freeman/The Washington Post via Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მინისტრ ლავროვთან, „სხვათა საკითხთა შორის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში [რუსეთის] სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds-ის ინციდენტზე“ ისაუბრა.

ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, ამ უკანასკნელში საქართველოზე საუბრის შესახებ ცნობა არ გვხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)