Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი რწმუნებულები დანიშნა

ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 9 თებერვალს გურიის, მცხეთა მთიანეთის, შიდა ქართლისა და რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

თანამდებობებზე დარჩნენ დანარჩენი ხუთი რეგიონის – ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და იმერეთის რწმუნებულები, ასევე კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლები – შოთა რეხვიაშვილი, ბესიკ ამირანაშვილი, ზვიად შალამბერიძე, ირაკლი შიოშვილი და მალხაზ თორია.

დღესვე, გიორგი გახარიამ რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)