Site icon Civil.ge

13 თებერვალი, 1921. გენშტაბის ცნობა: ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ სომხეთ-რუსეთის საბჭოთა ჯარები

სამხედრ მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, მის უკან მარცხვნივ რესპუბლიკის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, მარჯვნივ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, 1920 წლის მაისი, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავის საიუბილეო სამხედრო აღლუმი. ფოტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინო ქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 15 თებერვალი, N35

გენერალური შტაბის ცნობა

13 თებერვლის განმავლობაში ჩვენი ჯარები ვორონცოვკის სამხრეთით და სადახლოს სამხრეთით აწარმოებდნენ ბრძოლას წამოყვანილია ტყვეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ სომხეთ-რუსეთის საბჭოთა ჯარები.