გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 18 თებერვალი, N38
ბორჩალოელი მუსულმანობა
გუშინ მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენ ბორჩალოელ მუსულმანობის წარმომადგენლები, რომლებმაც განუცხადეს თავმჯდომარეს, რომ მთელი მუსულმანობა მზად არის სისხლით დაიცვას საქართველოს მიწა-წყალი ვერაგ მტრებისაგან. „ჩვენ ქართველ ერთან ვართ დაბადებული, აღზრდილნი და მასთან ერთად უნდა დავიხოცოთ მტერთან ბრძოლაშიო, რუსეთის მთავრობა უნდობლად გვიყურებდა, არ გვიწვევდა ჯარში, თქვენ კი გთხოვთ, ყველანი, ვისაც კი ხელში თოფის დაჭერა შეგვიძლია გაგვიწვიოთ ჯარშიო“ – განუცხადა ბორჩალოს დელეგაციამ.
გარდა ამისა მათვე მოახსენეს მთავრობის თავმჯდომარეს, როგორ მამაცურად იბრძვის ჩვენი ჯარი [სადახლოს რაიონში] და აგრეთვე აღწერეს ის ბარბაროსობა, რომელიც აჯანყებულ სომხობას გამოუჩენიათ მშვიდობიან მცხოვრებ მუსულმანებისადმი.
მთავრობის თავმჯდომარე დელეგაციას ყოველგვარ დახმარებას დაპირდა და სრული იმედი გამოსთქვა, რომ ადებეიჯანისა და საერთოდ მუსულმან-დემოკრატიის დახმარებით უნდა გავათავისუფლოთ ბოლშევიკური ტირანიისაგან არა მარტო საქართველო, არამედ თვით აზერბაიჯანიცო.