Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება

ნიკა მელია. ფოტო: facebook.com/Nika.Melia5

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და „სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას „მაქსიმალური თავშეკავების“ გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“, – ხაზი გაუსვა საელჩომ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ნიკა მელიას მხარდაჭერები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ოფისში არიან შეკრებილები, აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)