საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მისული პოლიციელები არ შენობაში არ შეუშვეს.
სამართალდამცველების თქმით, მათ მელიასთვის სასამართლოს განჩინება პირადად უნდა გადაეცათ და დოკუმენტის მელიას ადვოკატისთვის, დიმიტრი საძაგლიშვილისთვის ჩაბარებაზე უარი თქვეს. პოლიციამ ადგილი მალევე დატოვა.
მალევე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში და ძალადობის თავიდან აცილების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნა. „აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა საელჩომ.
საელჩოს შეფასებით, „სახიფათო ვითარება“, რომელიც ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, „გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)