Site icon Civil.ge

აშშ-ის საელჩო საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას „დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს

აშშ-საქართველოს დროშები, ფოტო: georgiaembassyusa.org

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 18 თებერვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ „აუცილებელია, ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება“.

„საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა“, – ხაზი გაუსვა საელჩომ და დაამატა, რომ „ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს“.

„შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს განმარტებით აშშ „კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს“.

„შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას“, – განაცხადა საელჩომ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)