გაზ. საქართველო, 1921 წლის 22 თებერვალი, N41
მარო მაყაშვილი
კოჯრის ფრონტზე მტრის ყუმბარით დაიღუპა საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი, სტუდენტი მარო მაყაშვილი, 19 წლისა, რომელიც მოწყალების დათ იყო ჩაწერილი ერთ-ერთ რაზმში, მთელი ქართველ საზოგადოებაზე ამ ამბავმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და აუარებელი საზოგადოებათა წარმომადგენლები სამძიმარს უცხადებენ პოეტს.
მეორე უმცროსი ვაჟი შვილი კოტე მაყაშვილის კიდევ შემთხვევით გადაურჩა მეორე ფრონტზე მტრის ყუმბარას.