Site icon Civil.ge

20 თებერვალი, 1921 წელი: ქართველმა მებრძოლებმა კოჯრის სიმაღლეები დაიბრუნეს

ფრონტის ხაზი, 1921 წლის თებერვალი. ფოტო კინოქრონიკიდან, დაცულია ეროვნულ არქივში.

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე

კოჯრის დასაბრუნებლად [წითელი არმიის ნაწილებმა კოჯრის დაკავება 19 თებერვალს მოახერხა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ქართველებს ხელში ჩაუვარდათ 4 ზარბაზანი, ტყვიამფრქვევები, ერთი ჯავშნოსანი და 200-ზე მეტი ტყვე.

გენერალური შტაბის ცნობა: „კოჯრის რაიონში ჩვენ ხელთ ვიგდეთ ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები. მტრის დევნა გრძელდება. გაგრის რაიონში, მდინარე მეხადირზე წარმოებს ბრძოლა“.  

მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა ფრონტზე, მისმა გამოჩენამ აღაფრთოვანა ჯარისკაცები და გვარდიელები.