საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მის 11 წევრიან სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი ქართული ოცნების 89 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. მოქალაქეებმა ხმა წინააღმდეგ მისცეს, ევროპელმა სოციალისტებმა კი – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ვაკანტური გახდა თავდაცვის მინისტრის პოსტი, რომელიც მისმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა. ცვლილება შეეხო კიდევ ერთ მინისტრს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილი ასევე მისმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.
ქვემოთ მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობაა წარმოდგენილი:
- საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
- ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
- იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა 18 თებერვალს მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე არსებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“
- ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო გეგმა წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)