Site icon Civil.ge

შსს და ქართული ოცნება კიბერშეტევის შესახებ იტყობინებიან

ფოტო: Unsplash.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა ოცნებამ 23 თებერვალს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ განცხადებებში აღნიშნეს, რომ მათ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევა განხორციელდა. განცხადებები ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა.

მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ „არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი“.

შსს-ს ინფორმაციით, მან სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე „სხვადასხვა ქვეყნიდან“ განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა. „გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)