ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, ასევე კონგრესის ორმა წევრმა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაკავების“ თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
კონგრესმენებმა და სენატორებმა განაცხადეს, რომ „საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის დამახინჯებული გამოყენება“ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად „საფრთხეს უქმნის საქართველოს დარჩენილ დემოკრატიას და მის ევრო-ატლანტიკურ კურსს“.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზა გამონახოს“. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს „ყველა პოლიტპატიმარი“, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილე გიორგი რურუა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ ნიკა მელიას დაკავებით
- აშშ-ის საელჩო: საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
- აშშ საქართველოს მთავრობას: „იმოქმედეთ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა შესაბამისად“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)