Site icon Civil.ge

PACE-ის თანამომხსენებლები: ნიკა მელიას დაკავებამ „დაძაბულობის უსარგებლო ესკალაცია გამოიწვია“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, 27-31 იანვარი, ფოტო: coe.int

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) 24 თებერვალს განაცხადეს, რომ „მართალია არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, პოლიციის მიერ ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევამ და ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებამ დაძაბულობის უსარგებლო ესკალაცია გამოიწვია“ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

თანამომხსენებლებმა განაცხადეს, რომ სპეცოპერაციამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. მათივე თქმით, „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი სჭირდება და არა ესკალაცია და კონფრონტაცია“.

მათ მოუწოდეს მხარეებს, რომ თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან და „დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა არსებული კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური და ურთიერთმისაღებო გამოსავალი მოძებნონ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)