Site icon Civil.ge

საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში კრიზისზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს ესაუბრა, 25 თებერვალი, 2021, ფოტო: Twitter/ DZalkaliani

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს ესაუბრა.

მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის „საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე“ და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის საჭიროებაზე, ასევე კორონავირუსის ვაქცინების „სამართლიანი გადანაწილების მნიშვნელობაზე“.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ ზალკალიანმა ის დაარწმუნა, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს „ალტერნატივა არ აქვს“ და რომ „ოპოზიციასთან კომუნიკაციების არხები ღიაა ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებით“.

„მან ასევე მითხრა, რომ მთავრობას მოეხსენება იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც სიტუაციის განმუხტვის საქმეში აკისრია“, – დასძინა ზბიგნევ რაუმ.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, ზალკალიანმა საქართველოში გაღრმავებულ კრიზისზე ასევე იმსჯელა თავის კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარს რინკევიჩსთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევა-მარია ლიიმეტსთან და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)